კომენტირება

ICS – არის ექსპერტი სამაუწყებლო სივრცეში და კომენტირებაში, განსაკუთრებით კი სპორტის სფეროში.

ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებლად მოგაწოდოთ სტუდიო კომენტარი სადაც წამყვანი ინფორმაციის წყაროდ იყენებს სურათებს და მათი მეშვეობით გადმოსცემს აუდიო კომენტარს. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ვიმუშაოთ საავტორო უფლებების მქონე კომპანიებთან რათა გადავცეთ და კომერციად ვაქციოთ ოფიციალური ტრანსლაციები.

აუდიო კომენტარის სახით ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუკმეკერებისთვის. ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი კლიენტურის მოსაზიდად, დასაინტერესებლად და „ცოცხალ“ თამაშებზე ფსონების გასაკეთებლად, აგრეთვე იგი კეთდება პოპულარული სატელეფონო სერვისების და რადიო აპლიკაციებისათვის.

ჩვენ უზრუნველვყოფთ ინგლისის პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, სხვა ევროპული ლიგისა და ძირითადი საერთაშორისო ტურნირების საფეხბურთო მატჩების დამოუკიდებელ აუდიო კომენტირებას. ასევე, პარტნიორ კომპანიასთან (GBI) ერთად ჩვენ ვართ დიდი ბრიტანეთის საცხენოსნო შეჯიბრებების ტრანსლაციის ოფიციალური მომწოდებლები, რომელიც შეგვიძლია ვაწარმოოთ ნებისმიერ ენაზე, და ჩვენ გადმოვცემთ მთავარი სპორტული მოვლენების კომენტარს, როგორიცაა-რაგბის მსოფლიო თასი და Ashes Cricket (კრიკეტის ჩემპიონატი).

ჩვენ ასევე შეგვიძლია უზრუნველვყოთ წუთიერი ტექსტ-კომენტარი, რომელიცაა ინფორმაციული და გასართობი, საშუალოდ 60 განახლება ერთ თამაშში და საკვანძო მოვლენები, როგორიცაა გოლი, წითელი ბარათები, ყვითელი ბარათები და შეცვლები. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ სხვა მნიშვნელოვანი მატჩის ასპექტებს, მათ შორის ტაქტიკას, ფორმაციას, კარგი და ცუდი თამაშის პერიოდებს და არბიტრის გადაწყვეტილებებს.

ამავდროულად, ჩვენი რადიო შოუ “Football Live” გთავაზობთ მატჩის მიმოხილვასა და ევროპის წამყვანი ლიგის თამაშების ცოცხალ ანგარიშებს ყოველ შაბათ-კვირას დღის მეორე ნახევრის განმავლობაში.